სერია ა-ში „ინტერი“ ყველაზე მეტს ხარჯავს ხელფასებში.
მოქმედი ჩემპიონები იმ სამ გუნდს შორის არიან, რომელთა ხარჯები ამ ნაწილში 2024/25 წლების სეზონში 100 მილიონ ევროს აჭარბებს.
მთლიანობაში, სერია A-ს კლუბები ფეხბურთელებს 1,06 მილიარდ ევროს უხდიან – დაახლოებით იგივეა, რაც გასულ სეზონში. ხარჯების მიხედვით ათეულში შედიან:
- ინტერი – 141,7 მილიონი ევრო (გასულ სეზონში – 121,4).
- იუვენტუსი – 111,7 მილიონი ევრო (115,8).
- მილანი – 104,3 მილიონი ევრო (89,7).
- რომა – 89,9 მილიონი ევრო (107,1).
- ნაპოლი – 82,9 მილიონი ევრო (71,8).
- ლაციო – 68,2 მილიონი ევრო (78,9).
- ფიორენტინა – 61,6 მილიონი ევრო (58,7).
- ატალანტა – 59,2 მილიონი ევრო (49,2).
- ტორინო – 46,1 მილიონი ევრო (39).
- კომო – 38,1 მილიონი ევრო.
ყველაზე დაბალი ხარჯები “ვერონას” აქვს – 18 მილიონი ევრო.
GIPHY App Key not set. Please check settings