ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, პირველი თამაში 0:3 წააგო, მაგრამ მერე ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გუნდის ქართველმა ლიდერმა.
ჰოდა, Whoscored-მა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
კვარაცხელიამ 7.97 საშუალო შეფასება მიიღო. მასზე მაღალი ქულები მხოლოდ ორ ფეხბურთელს მოუგროვდა – მარკუს ტიურამს (ინტერი) და კენან ილდიზს (იუვენტუსი).
მეკარე: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო, 7.71)
მცველები: ლაუტარო ჯანეტი (უდინეზე, 7.72), სტრაჰინია პავლოვიჩი (მილანი, 7.62), საულ კოკო (ტორინო, 7.46)
ნახევარმცველები: ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი, 7.33), კენან ილდიზი (იუვენტუსი 7.98), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი, 7.42), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, 7.97), სამუელ მბანგულა (იუვენტუსი, 7.95)
თავდამსხმელები: მარკუს ტურამი (ინტერი, 8.27), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი, 7.75)
GIPHY App Key not set. Please check settings