სერია B-ს მე-3 ტურში, „კრემონეზემ“ შინ “პალერმოსთან” 0:1 წააგო , ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მსაჯმა ჩვენიანს… წითელი ბარათი უჩვენა.
საფინალო სასტვენის შემდეგ ქართველი მცველი არბიტრს, სავარაუდოდ, არჩათვლილი გოლის გამო ეკამათებოდა, მან არბიტრს მხარი გაჰკრა და ამისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასე წერია სადისციპლინო კომიტეტის დასკვნაში
ასეთივე სასჯელი მიიღო მწვრთნელის ასისტენტმა ჯუზეპე ბრეშამ მიიღო, რომელიც მსაჯს გასახდელში არ უშვებდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი კრემონელების მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამაც გააკეთა:
„ლუკა გულუბრყვილოდ მოიქცა. მოედანზე მომხდარის გამო მეც მძაფრი რეაქცია მქონდა, მაგრამ გასახდელში პრობლემების გარეშე წავედი. მატჩის ბოლოსკენ ორი აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნერვები უნდა მოვთოკოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings