„აიაქსმა“ და „პანათინაიკოსმა“ 34 პენალტი შეასრულეს.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „აიაქსმა“ „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა. პირველი თამაში ჰოლანდიურმა კლუბმა 1:0 მოიგო.
საპასუხო მატჩში ბერძნულმა კლუბმა 89-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, შემდეგ კი პენალტების სერიაში.
თერთმეტმეტრიანების სერიაში თითოეულმა გუნდმა 17-ჯერ დაარტყა. „აიაქსმა“ მოიგო – 13:12. სამაგიეროდ გაიტანა ორივე გუნდის მეკარემ (40 წლის პასვეერმა და დრონგოვსკიმ). ჯამურად გუნდებმა 11 პენალტი გააფუჭეს.
დამატებით დროში გამოსულმა ბრობიმ ორჯერ ვერ გაიტანა, აი 40 წლის ნახსენებმა პასვეერმა კი ხუთი სეივი მოახერხა.
კონფერენს ლიგის მატჩში “გლენტორანი”-“გზირა იუნაიტედი” პენალტების სერიაში ანგარიში 13:14 დაფიქსირდა.
GIPHY App Key not set. Please check settings