ბათუმის „დინამო“ არსებობის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. გუშინ გამართული წილისყრის შედეგად, გამოირკვა, რომ ზღვისპირული გუნდის მოწინააღმდეგე პირველ ეტაპზე სლოვაკური „სლოვანი“ იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, ხოლო გუნდში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ირიცხებიან.
ბათუმის დინამო ბრატისლავას სლოვანს დაუპირისპირდება
სლოვაკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მომდევნო მეტოქე „ტობოლსა“ და „ფერენცვაშორს“ შორის უძლიერესი იქნება.
„ტობოლი“ – ყაზახეთის ორგზის ჩემპიონი. ქართველი გულშემატკივრისათვის საკმაოდ კარგად ნაცნობი გუნდი. 3 წლისწინ ამ გუნდს კახაბერ ცხადაძე წვრთნიდა და მაშინ კანკავა და კვეკვესკირიც იქ იყვნენ. გასულ სეზონში გუნდი ელგუჯა ლობჯანიძემ დატოვა და ბათუმის „დინამოში“ გადაბარგდა.
ახლა კი, ცოტა ვრცლად ამ გუნდის შესახებ:
ძირითად ბირთვს ყაზახი ფეხბურთელები წარმოადგენენ. არაერთი მოთამაშე ეროვნული ნაკრების წევრიცაა. გუნდში სულ 6 ლეგიონერი ირიცხება და ძირითადად სერბები ან მონტენეგროელები. პორტუგალიელი რუბენ ბრიგიდუს გამორჩეული კარიერა ნამდვილად არ ჰქონია. „მარიტიმუს“ შემდეგ იყო რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი და ყაზახეთი.
მთავარი მწვრთნელი, ბულგარელი, საიდ იბრაიმოვია.
ყაზახეთი საქართველოს მსგავსად, გაზაფხული შემოდგომის სისტემით ატარებს ჩემპიონატს და 12 ტურის თავზე ტობოლი მე-5 ადგილზეა.
წარსულში, „ტობოლს“ „სამტრედიასთან“ მოუხდა გადაკვეთა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ორი მატჩის ჯამში 3-0 იც გაიმარჯვა.
გაცილებით ძლიერი გუნდია „ფერენცვაროში“, როგორც დღეს, ასევე ისტორიულად.
უნგრეთის 33-გზის ჩემპიონი, რომლის რიგებშიც ოქროს ბურთის მფლობელ ფლორიან ალბერტსაც უთამაშია.
გასულ სეზონში გუნდმა ევროპა ლიგის ჯფუგურ ეტაპზე იასპარეზადა ბოლო პოზიცია დაიკავა, მაგრამ ჯგუფს ხომ გააჩნია? – „სელტიკი“, „ლევერკუზენი“ და „ბეტისი“.
მათი გზა ჩემპიონთა ლიგიდან დაიწყო. „პრიშტინას“, „ჟალგირისსა“ და პრაღის „სლავიას“ გაუმკლავდნენ, მაგრამ პლეი ოფში „იანგ ბოიზთან“ 4:6 დამარცხდნენ.
უქართველოდ არც უნგრული გუნდია. ლაშა დვალი „ფერენცვაროშს“ მალე დაემშვიდობება, ხოლო გიორგი ხარაიშვილის მომავალი უცნობია. ისე გიორგის გასულ სეზონში საერთოდ არ ეძლეოდა შანსი.
ევროსარბიელზე წარმატებულმა გამოსვლამ ლიდერთა ემიგრაცია გამოიწვია. მირტო უზუნის სანაცვლოდ, „გრანადამ“ 4 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ხარატინის სანაცვლოდ უნგრელთა ბიუჯეტი 1 მილიონი ევროთი შეივსო.
შევსებაც გვარიანია: ზელკო გავრიჩი ცრვენა ზვეზდადან (1.2მლნ)
მარკინიოსი „ატლეტიკო მინეიროდან“ (1.65მლნ)
კარლოს აუცკუი „რივერ პლეიტიდან“ (0.8მლნ)
შტეფან ლონჩარი „რიეკადან“ (2მლნ)
ძალიან რომ არ გავწელოთ, „ფერენცვაროშის“ მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 40 მილიონი ევროა, როცა „დინამო“ ბათუმის, „ტობოლისა“ და „სლოვანის“ 30 მილიონამდეა.
მთავარი მწვრთნელი – სტანისლავ ჩერჩესოვი. რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.
უკეთესის მოლოდინი არც უნდა გვქონდეს. თუკი ქართული გუნდი სლოვაკურ ბარიერს გაივლის წინ უმძიმესი გამოცდა ელის. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი… კარგი, იქამდე ჯერ მივიდეთ.
GIPHY App Key not set. Please check settings