in

ვენსან კომპანი ბარნლის მთავარი მწვრთნელია

შონ დაიჩის 9.5 წლიანი მოღვაწეობა „ბარნლიში“ რამდენიმე თვის წინ დასრულდა, როცა გუნდი პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იყო და ლამის ყველასთან მარცხდებოდა.

ამის შემდეგ საჭე დაიჩის ასისტენტმა, მაიკლ ჯეკსონმა ჩაიბარა და თავდაპირველად გუნდს მშვენიერი შედეგბიც ჰქონდა. 2-0 გამარჯვება „საუთჰემპტონთან“, 1:0 “ვულვზთან“ და 2:1 „უოტფორდთან“, მაგრამ… პოპის ღმერთის სეხნიამ „კლარეტების“ ელიტაში დატოვება ვერ მოახერხა და 6 წლიანი პაუზის შემდეგ, „ბარნლი“ ჩემპიონშიფს დაუბრუნდა.

რამდენიმე წუთის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ პრემიერლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცელი, ბელგიელი ვენსან კომპანი იქნება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი. ბელგიელს რთული მისია აქვს, რადგან გუნდი ჯეიმს ტარკოვსკიმ, ბენ მიმ, აარონ ლენონმა, ფილ ბერდლიმ და დეილ სტივენსმა დატოვეს. ასევე, ვუდ ვეგჰორსტმა ღიად თქვა, რომ ის ჩემპიონშიფში თამაშს არ აპირებს. მაქს კორნეს შენარჩუნებაც არ უნდა იყოს იოლი ამბავი.

მოკლედ, წარსულში პრემიერლიგის 4-გზის ჩემპიონ ვენსან კომპანის რთული მისია აქვს. „ბარნლის“ ელიტაში დაბრუნება, თან ეს ყველაფერი ძალიან მცირე რესურსით, რადგან გუნდის, როგორც ძველი, ასევე ახალი მფლობელი ყაირათიანობით გამოირჩევიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული გუნდების მეტოქეები კონფერენს ლიგაზე ცნობილია: რას წარმოადგენენ ისინი – მიმოხილვა

შენგელიას 21 ქულა, მაგრამ ისევ წაგება