ბათუმის “დინამომ” კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში სუსტი და მცირე ზომის მეტოქე – “დეჩიჩი” ვერ დაამარცხა და ტურნირი ნაადრევად დაასრულა. არადა, წესით ახლა უნდა დაეწყო…
კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი
30 ივლისი. პოდგორიცა. საწვრთნელი კომპლექსი.
დეჩიჩი (ტუზი, მონტენეგრო) – დინამო (ბათუმი) 0:0
პირველი მატჩი 2:0
დინამო: რიკარდო სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონ სილვა, მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი (88. ფაჩულია), ჟან ვიქტორი (56. მარა), ღუდუშაური, გომისი (65. ტამბედუ), ბლესა
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
გაფრთხილება: მალეშევიჩი (34)
იმის გამო, რომ მასპინძელთა გუნდის არენა „ტუშკო პოლე“ უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შეხვედრა დედაქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოედნის გაზონი საშინელ მდგომარეობაში იყო და ამიტომ შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, რომლის 1 500-იანი ტრიბუნა ბოლომდე არ შეივსო.
პირველი მატჩის წაგების გამო „დინამო“ მთელი თამაში უტევდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ უგოლოდ.
ონორე გომისის, ჟან ვიქტორის, პაატა ღუდუშაურისა და ლადო მამუჩაშვილის შეტევები უშედეგოდ დასრულდა.
ორ ეპიზოდში შეიძლებოდა ჩვენს სასარგებლოდ პენალტიც დაედოთ, მაგრამ მსაჯმა წაუყრუა.
ბოლო წუთებზე ბათუმელები მიაწვდნენ და ესპანელ ბლესას და ლევან ხარაბაძეს შეეძლოთ გატანა. ისევ უშედეგოდ.
მოკლედ, ბათუმის „დინამო“ წლევანდელი ევროსეზონი ასე უსახელოდ დაასრულა.
„დეჩიჩის“ სოცქსელში წერია:
დიდების გზაზე.
ისტორიული წარმატება.
ჩვენი კლუბი ისტორიაში პირველად გავიდა უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურში.
GIPHY App Key not set. Please check settings