გიორგი კვერნაძემ იტალიური „ფროსინონეს“ რიგებში გოლი გაიტანა. მისი გუნდი „ბარის “ ამხანაგურად ეთამაშა და 3:4 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩში მოხვდა და უკვე მე-16 წუთზე ფლანგური რეიდით გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„ფროსინონე“ სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 31 ივლისს „პოტენცას“ შეხვდება, ხოლო 3 აგვისტოს –„ლაციოს“.
მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ვინჩენცო ვივარინიმ თქვა, რომ ბედნიერია არამარტო კვერნაძის, არამედ სხვა ფეხბურთელების თამაშითაც, რაც იმედს აძლევს, რომ ახალ სეზონში გუნდი თავის პოტენციალს გამოავლენს.
„ფროსინონე“ სერია B-შია და ჩემპიონატის პირველი მატჩი 18 აგვისტოს უწევს „სამპდორიასთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings