დღეს გამთენიისას, „ჩეიზ სენთერში“ „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ „ბოსტონ სელტიკსს“ უმასპინძლა და 104:94 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმის შემდეგ ოქროს შტატელები 12 ქულით ლიდერობდნენ, მაგრამ მესამე პერიოდში „სელტიკსმა“ იძალა და ანგარიში გაათანაბრა. მეოთხე პერიოდში ენდრიუ უიგინსისა და ჯორდან პულის აქტიურობით „გოლდენმა“ გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა და სერიაში ანგარიში 3:2 გახდა.
მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული ენდრიუ უიგინსი იყო 26 ქულითა და 13 მოხსნით, კლეი ტოპმსონმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო სტეფ კარის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა და კარგახნიანი პაუზის შემდეგ, კარიმ მატჩი ზუსტი სამქულიანის გარეშე ჩაამთავრა. საპირისპირო მხარეს, ტეიტუმი 27 ქულით და სმარტი 20 ქულით გამოირჩნენ.
მატჩის შემდეგ კარიმ შემდეგი რამ თქვა: „
ჩემთვის, როგორც მსროლელისათვის ცუდია, რომ ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩავაგდე, თუმცა მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვა. სეზონის სტარტზე „ლეიკერსთანაც“ ასე ცუდად ვისროლე, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. აღტაცებული ვარ დრეიმონდის და კლეის დაცვაში თამაშით, უიგინსის პროგრესი კი უბრალოდ გასაოცარია. იმედი მაქვს, შემდეგ მატჩში მიზანს გავისწორებ, მაგრამ დაე ნუ ჩავაგდებ, ოღონდ ჩემპიონები გავხდეთ“.
შემდეგი მატჩი 16 ივნისს, დილის 5 საათზე, „სელტიკსის“ საშინაო არენაზე „TD GARDEN”-ში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings