in

ვიდეო: ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატზე ცეკვა-ცეკვით გავიდა

ავსტრალიის ნაკრები ყატარში პერუს შეხვდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაითამაშეს. აზიის კონფედერაციის წარმომადგენელი კონმებოლის კვალიფიკაციის მეხუთე გუნდს ეთამაშა.

ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა.

ავსტრალიელებმა პენალტების სერიის წინ, დამატებითი დროის ბოლოს მეკარე შეცვალეს. ენდრიუ რედმეინი პენალტებისას ორიგინალურად იქცეოდა, მუდმივად ცეკვავდა და კარის ხაზზე დახტოდა.

საბოლოოდ, ავსტრალიამ გამარჯვება მოიპოვა – 5:4.

ავსტრალია ყატარის მუნდიალზე D ჯგუფშია დანიასთან, საფრანგეთთან და ტუნისთან ერთად.

ამრიგად, დარჩა ბოლო მონაწილე გასარკვევი. ბოლო პლეი-ოფში ერთმანეთს კოსტა რიკა და ახალი ზელანდია დღეს შეხვდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგაზე ცნობილია

თუნდაც ქულა ვერ ავიღო, ოღონდ… გოლდენ სტეიტმა ბოსტონი დაამარცხა და ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აშორებს