ჩემპიონთა ლიგის პარალელურად, საქმეში ევროპა და კონფერენს ლიგა ერთვება, თუმცა ჩვენი ინტერესის სფეროს კონფერენს ლიგა წარმოადგენს, რადგან ევროპაზე წარმომადგენელი არ გვყავს. საქართველოს სახელით 3 გუნდი იასპარეზებს. „დინამო“ თბილისი, „საბურთალო“ და გორის „დილა“. სამწუხაროდ, ტრავიატაში განთესილი, მხოლოდ „დინამოა“, მაგრამ იმის ალბათობაც არსებობს, რომ „დილასა“ და „საბურთალოს“ შედარებით იოლი მეტოქე შეხვდეთ.
თბილისის „დინამო“ სავარაუდო მეტოქეები:
ფინური „ინტერ ტურკუ“, ლიტვური „პანევეჟისი“, ესტონურუ „პაიდე ლინამეესკონდი“, მაკედონიური „პანდევის აკადემია“ და მალტური „ ჰამრუნ სპარტანსი“.
„საბურთალო“:
მაკედონიური „შკენდია“, მინსკის „დინამო“, ალბანური „პარტიზანი“, სან მარინოს „ტრე პენე“ და მოლდოვური „პეტროკუბი“.
გორის „დილა“:
ფინური „კუპსი“, ალბანური „ლაჩი“, სლოვენიური „მურა“, ლატვიური „ლიეპაია“ ამ ლიტვური „ჟალგირისი“.
წილისწყრა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები კი 7-14 ივლისს.
წილისყრის დასრულების შემდეგ, დეტალურად გავარჩევთ ქართულ გუნდთა ოპონენტებს.
GIPHY App Key not set. Please check settings