ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა ერთა ლიგის C4 ჯგუფის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. რა გასაკვირია, რომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი საქართველოს ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი მოხვდა. ჩვენმა გუნდმა ხომ 4-დან 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 10 ქულით პირველ ადგილზეა.
11 მოთამაშიდან 6 ჩვენიანია: ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გურამ კაშია და დათა ხოჭოლავა.
C4 ჯგუფის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: კოლინგი (გიბრალტარი) 6.9
მცველები: ლობჟანიძე (საქართველო) 7.4 – კაშია (საქართველო) 7.1, ხოჭოლავა (საქართველო) 7.1 – წიტაიშვილი (საქართველო) 7.2
ნახევარმცველები: ჩურლინოვი (ჩრ. მაკედონია) 7.1, კვარაცხელია (საქართველო) 8,5, ბარდი (ჩრდილოეთ მაკედონია) 7.3, ალიოსკი (ჩრ. მაკედონია) 6,8
თავდამსხმელები: ილიევი (ბულგარეთი) 6.9, ზივზივაძე (საქართველო) 7.2
ასევე უნდა ითქვას, რომ ჯგუფის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საშუალო მაჩვენებელი 8,5 ქულაა, მეორეზეა საბა ლობჟანიძე – 7,4.
GIPHY App Key not set. Please check settings