in

თოკო ჩამორჩა: შენგელიამ ყველაზე მეტი ითამაშა – ვირტუსი ფინალს 1:2 აგებს

ბოლონიური “ვირტუსი” იტალიის სერია ა-ს ფინალურ სერიაში ისევ ჩამორჩა. თორნიკე შენგელიას გუნდმა სერიის მორიგი მატჩი მილანში გამართა, სადაც მასპინძელმა “არმანი იქსჩეინჯმა” 94:82 იმარჯვა და სერიაში ანგარიში 2:1 გახდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28 წუთში (ყველაზე მეტი დრო სტუმართა რიგებში) 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.

თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო დანიელ ჰეკეტი (18 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი) იყო, ხოლო მილანელებს ნიკოლო მელიმა (22 ქულა) და შევონ შილდსმა (19 ქულა, 7 მოხსნა) ულიდერეს.

სერია A-ს ფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო შეხვედრა კი 14 ივნისს ისევ მილანში შედგება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა რუბლიოვი დაამარცხა

ხვიჩა პირველია და კიდევ 5: ჩვენი ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში ნახევარზე მეტი ქართველები არიან