საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩეპიონატზე წარმატებით ითამაშა, ყველას ყურადღება მიიპყრო და შესაბამისად ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესიც გაიზარდა. უკვე მივიღეთ ახალი სასიამოვნო ტრანსფერები და კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი გავრცელდა.
გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა ბერლინის “ჰერტაში” გადავიდეს.
ერთ დროს ლევან კობიაშვილის “ჰერტაა” ახლა მეორე ბუნდესლიგაშია.
ბათუმის „დინამოში“ იჯარით მოთამაშე წიტაიშვილი კონტრაქტით კიევის “დინამოს” ეკუთვნის.
საინტერესოა, რომ ბევრმა უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წიტაიშვილი ჟიტომირის „პოლესიეში“ გადადის, თუმცა ამას ფეხბურთელი არ ადასტურებს.
23 წლის წიტაიშვილის მიმართ თურქული კლუბის „კონიასპორის“ დაინტერესების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.
GIPHY App Key not set. Please check settings