in

ლორია კვიპროსში დაბრუნდა, ქვილითაიამ კლუბი გამოიცვალა

გიორგი ლორია თბილისის „დინამოს“ დაემშვიდობა და კარიერას არადიპოს „ომონიაში“ გააგრძელებს.

„ომონია“ აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების გამოცდილ ქართველ მეკარესთან, გიორგი ლორიასთან კონტრაქტი გაფორმდა. მივესალმებით გიორგის ჩვენს ოჯახში და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი 2019 წელს კვიპროსის „ანორთოსისში“ გადავიდა და ოთხი სეზონი გუნდის პირველი მეკარე იყო.

კვიპროსშივე, გიორგი ქვილითაიამ კლუბი შეიცვალა და „აპოელიდან“ ლიმასოლის „არისში“ გადავიდა. ქართველმა თავდამსხმელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„მივესალმებით გიორგი ქვილითაის „არისის“ ოჯახში და ვუსურვებთ წარმატებებს მწვანე მაისურით!“ – წერია „არისის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ქვილითაია 2020/21 წლების სეზონში „ანორთოსისში“ მივიდა, ბოლო სამი წელი კი „აპოელში“ გაატარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: როგორ შეხვდა გულშემატკივარი ფეხბურთელებს – გულიდან წამოსული ემოციები

კაკაბაძეს ინგლისური და გერმანული კლუბები იწვევენ