საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა, თუმცა ბოლოს მოგებაც შეიძლებოდა. სწორედ ეს აღნიშნა კიდეც ჩვენი ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ:
„მოსაგებად ვთამაშობდით, გატანა შეგვეძლო, განსაკუთრებით ბოლო წუთზე. ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად წინ წავედით. ამხელა ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ და მოპოვებული ქულით იმედგაცრუებულები ვართ.
მიხარია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ვფიქრობ, მესამე მატჩიც ძალიან საინტერესო იქნება“.
GIPHY App Key not set. Please check settings