Transfermarkt-მა ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ფეხბურთელების ღირებულებების მიხედვით რეიტინგი გამოაქვეყნა. საუბარია 2004 წლიდან პერიოდზე.
პირველ ადგილზე ხვიჩა კვარაცხელია გავიდა. ჩვენიანმა ფასდავარდნილ უკრაინელ მუდრიკს გადაასწრო. სიაში კიდევ ერთი ჩვენიანია – გიორგი მამარდაშვილი.
ტოპ 15:
- ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“) – 85 მლნ ევრო 2023 წელს
- მიხაილ მუდრიკი („ჩელსი“) – 60 მლნ ევრო 2023 წელს
- ანდრეი შევჩენკო („მილანი“) – 51 მლნ ევრო 2006 წელს
- ალეკსანდრ ზინჩენკო („არსენალი“) – 42 მლნ ევრო 2023 წელს
- ჰენრიხ მხითარიანი („მანჩესტერი“) – 37 მლნ ევრო 2016 წელს
6-8. გეორგი სუდაკოვი („შახტარი“) – 35 მლნ ევრო 2024 წელს
6-8. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) – 35 მლნ ევრო 2024 წელს
6-8. არტემ დოვბიკი („ჟირონა“) – 35 მლნ ევრო 2024 წელს
9. ილია ზაბარნი („ბორნმუთი“) – 32 მლნ ევრო 2024 წელს
10-13. ალეკსანდრ გოლოვინი („მონაკო“) – 30 მლნ ევრო 2018 წელს
10-13. მარიო ფერნანდესი (ცსკა) – 30 მლნ ევრო 2019 წელს
10-13. რუსლან მალინოვსკი („ატალანტა“) – 30 მლნ ევრო 2021 წელს
10-13. ვიკტორ ციგანკოვი („ჟირონა“) – 30 მლნ ევრო 2024 წელს
- ვიტალი მიკოლენკო („ევერტონი“) – 28 მლნ ევრო 2023 წელს
- ანდრეი არშავინი („არსენალი“) – 26 მლნ ევრო 2009 წელს.
GIPHY App Key not set. Please check settings