in

ხვიჩას ფასი ოდნავ შემცირდა და სიძვირით იტალიაში მეოთხეა

Transfermarkt-მა სატრანსფერო ფასები განაახლა და აღმოჩნდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი შემცირდა. თუმცა ჩვენიანი იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ხუთეულში მაინც რჩება.

ალბათ გახსოვთ გასული ტრიუმფის შემდეგ კვარაცხელიას ფასი 85 მილიონ ევრომდე ავიდა ახლა კი 5 მილიონი ჩამოაკლდა და 80 მილიონი ევრო შეადგინა.

პირველ ადგილზე ვიქტორ ოსიმენი იყო, მაგრამ 10 მილიონი მასაც მოაკლეს და ამიტომ ნიგერიელს „ინტერის“ არგენტინელი ლაუტარო მარტინესი გაუთანაბრდა.

აი სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ხუთეული:

ლაუტარო მარტინესი, „ინტერი“ – 110 მლნ ევრო;
ვიქტორ ოსიმენი, „ნაპოლი“ – 110 მლნ ევრო;
რაფაელ ლეაო, „მილანი“ – 90 მლნ ევრო;
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მლნ ევრო;
ნიკოლო ბარელა, „ინტერი“ – 75 მლნ ევრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის პრეზიდენტს ელიტარული ლიგის შექმნა მოუნდა: შეხედეთ ამერიკულ კალათბურთს…

ვიდეო: ატლეტიკო შობას ძალიან თბილი საშობაო რგოლით შეხვდა