“ტორინო” განიხილავს საბა საზონოვის იჯარით გაშვებას. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების მცველს უჭირს იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და, წესით, არ უნდა იყოს ისეთ ლიგაში დროებით გადაბარგების წინააღმდეგი, სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება.
რუსული “სპორტ ექსპრესის” ინფორმაციით, რამდენიმე რუსული გუნდი არ არის წინააღმდეგი, საზონოვი საკუთარ რიგებში იხილოს, მათ შორის, მოიხსენიებენ მის ყოფილი კლუბ მოსკოვის “დინამოსაც”, საიდანაც 2023 წლის აგვისტოში გადავიდა “ტორინოში”.
“გრანატასთან” კონტრაქტი საზონოვს 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამდენად, ამ ეტაპზე შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ იჯარაზე, რადგან გამოსასყიდი თანხის გადახდა ყველა კლუბს გაუჭირდება.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings