„ნაპოლის“ პრეზიდენტმა ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებების ფაქტი დაადასტურა.
როგორც დაწერეს, კლუბი და მწვრთნელი 3-წლიან კონტრაქტთან არიან ახლოს.
„10 დღე გადამწყვეტი იქნება, საჭიროა ყველაფრის გაკეთება და ობიექტური შეფასება. წინა პლანზე უნდა გამოვიდეს არა ფანატიზმი, არამედ მიუკერძოებელი ლოგიკა“, – თქვა აურელიო დი ლაურენტისმა.
გარიგება გადაიდო იმის გამო, მწვრთნელს სურს სრული კონტროლი საიმიჯო უფლებებზე.
გარდა ამისა, მხარეები განიხილავენ საჯარიმო სანქციებს, მათ შორის კონტრაქტის ვადამდელი გაწყვეტის კომპენსაციაზე ან რა და როგორ იქნება მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში.
ხვიჩასთან ნაპოლიში კონტე მიდის… ყველაზე დიდი ხელფასით და ახალი ფეხბურთელებით
GIPHY App Key not set. Please check settings