სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „კატანძარო“ 4:1 დაამარცხა .
ლუკა ლოჩოშვილის გუნდმა ორი შეხვედრის ჯამში 6:3 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც “ვენეციას” დაუპირისპირდება, რომელმაც “პალერმოს” აჯობა (1:0, 2:1). ორმატჩიანი ფინალის პირველი შეხვედრა 30 მაისს კრემონაში ჩატარდება, საპასუხო კი 2 ივნისს ვენეციაში.
მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
საფრანგეთში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ცდილობს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებას და პლეი აუტის მატჩები ელოდება. გაირკვა, რომ მისი მეტოქე „სენტ-ეტიენი“ იქნება, რომელმაც „როდეზი“ 2:0 დაამარცხა.
ფინალში „მეცი“ და „სენტ ეტიენი“ ორმატჩიან დუელს გამართავენ. პირველ შეხვედრას მიქაუტაძის გუნდი 30 მაისს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო 2 ივნისს მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
ამის შემდეგ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 28 მაისს ავსტრიაში დაიწყებს.
GIPHY App Key not set. Please check settings