in

ზურიკომ საფრანგეთი შოუთი დაასრულა: გოლი, ორი ასისტი და საუკეთესო შეფასებები

ზურიკო დავითაშვილმა ალბათ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ბორდოს“ შემადგენლობაში, რომელმაც ლიგა 2-ის ბოლო ტურში შინ „პო“ დაამარცხა – 3:2.

38-ე ტურში ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

17 წუთში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და ორივეჯერ საგოლე პასი დავითაშვილმა მიითვალა.

51-ე წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში გაიხსნა და ერთი შეხებით ზუსტი დარტყმით „ბორდოს“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა: Sofascore – 9.2, flashscore – 8.6.

ცხადია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დავითაშვილი გახდა.

რაც შეეხება სეზონს, ჩვენიანმა 24 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 8 ასისტი შეასრულა, ამ მაჩვენებლით კი გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

ბორდო – პო 3:2
გოლები: 1:0 ვაისბეკი (7), 2:0 ლივოლანი (17), 2:1 მოჰამედი (46), 3:1 დავითაშვილი (51), 3:2 სილა (90+3)

„ბორდომ“ ჩემპიონატი 50 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარამ უმაგრესი გოლი გაიტანა და ამ დაუჯერებელი ჯარიმით ნაპოლიმ ქულა აიღო: ვიდეო

რონალდოსთან თამაშს მოუთმენლად ველი, მაისურის გაცვლას ვთხოვ