საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ კვლავ ქალაქ რაზგრადში დარჩა. ვილი სანიოლის გუნდმა გუშინ ” ლუდოგორეცის” საწვრთნელ ბაზაზე აღდგენითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენ ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს ჩავა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მოემზადება.
8 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის მასპინძელ სტადიონზე შედგება. მოგვიანებით ჩვენი გუნდი სკოპიეში თამაშამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს.
ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings