ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „აიაჩო“ 4:0 დაამარცხა.
28-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა: საჯარიმოში შესულმა მარჯვენა ფეხიდან კოხტად მოჭრა ბურთი და შორ კუთეში აუღებლად ჩაუსვა მეკარეს.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი თამაში ასე შეფასეს: flashscore – 7.6; sofascore – 7.4.
ზურიკოს ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 35 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე პასია.
მან ბოლო შვიდ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბორდო – აიაჩო 4:0
გოლები: 1:0 დიასი (6), 2:0 დავითაშვილი (28), 3:0 ბარბე (87, პენ), 4:0 ნსიმბა (90+1)
„ბორდო“ 47 ქულით მე-12 ადგილზეა და 10 მაისს სტუმრად „კონკარნოს“ დაუპირისპირდება.
ამ მოგებით „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ში ადგილი, ფაქტობრივად, გაინაღდა.
GIPHY App Key not set. Please check settings