in

ვიდეო: შერმადინის 14 ქულა და რევანში უნიკახასთან

ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხებისთვის გიორგი შერმადინის ტენერიფემ უნიკახას რევანში ესპანეთის ჩემპიონატში აუღო. ისე დაემთხვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამ გუნდების შეხვედრიდან 3 დღეში ტენერიფე და უნიკახა ერთმანეთს ესპანეთის 31-ე ტურში შეხვდნენ. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომელიც მასპინძელი ტენერიფელების ერთქულიანი გამარჯვებით – 87:86 დასრულდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:47 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მის ანგარიშზე ასევე თითო ჩაჭრა და დაფარება იყო. შერმადინმა 7-იდან 6 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. გიორგის არცერთი ჯარიმა და 2 დაკარგვა ჰქონდა, მისმა სარგებლიანობის ინდექსი კი 26 იყო. ქართველი კალათბურთელი როგორც ამ მაჩვენებლით, ისე ქულებით, მხოლოდ თანაგუნდელ მარსელო უერტასს ჩამორჩა. ბრაზილიელმა თამაში 22 ქულით, 4 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 27 იყო.

ტენერიფეს 20 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება, მომდევნო შეხვედრას კი გიორგი შერმადინის გუნდი 5 მაისს, სტუმრად ბრეოგანთან ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები ქალებს შორის გამოვლინდებიან

ეს ნაბიჯია ფინალისკენ? დორტმუნდმა პსჟ დაამარცხა