in

ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები ქალებს შორის გამოვლინდებიან

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქალებს შორის ფრენბურთში დღეს დასრულდება. პირველობისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან “თბილისი” და “ევროპის უნივერსიტეტი”, ხოლო მესამე ადგილისთვის თამაშს ჩაატარებენ “ბათუმი” და “ჯიკო”.

უმაღლესი ლიგა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობს ყოველ წელს ტარდება. თამაშები იმართება, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. წელს მამაკაცთა 8 გუნდი, ხოლო ქალთა 6 გუნდი მონაწილეობდა.

2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. შეხვედრები გუნდებს შორის ყოველ კვირას იმართებოდა ხოლო ნახევარფინალები სახლი-გასვლა პრინციპით.

აღსანიშნავია, რომ ასევე დღეს სრულდება ქალებს შორის “ბ ლიგა”. ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 38-მა გუნდმა მიიღო. ხოლო თამაშები ჩატარდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან “სასკოლო ლიგა” და “გორი”, ხოლო გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებენ “Gambit” და “ბოლნისი”

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვისი მწვრთნელები იგებენ ყველაზე ხშირად ევროთასებს? ესპანელები, გერმანელები, იტალიელები თუ ინგლისელები?

ვიდეო: შერმადინის 14 ქულა და რევანში უნიკახასთან