in

კიტემ მაგარი გაიტანა, შტურმს დუბლის შანსი აქვს

ავსტრიის ჩემპიონატის 28-ე ტურში „შტურმმა“ სტუმრად „რაპიდი“ 3:1 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი და მარცხენათი კუთხეში ლამაზი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია. ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე 22 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე პასია.

კიტეიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში Flashscore-მ 8.1 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ 7.3-ით.

რაპიდი – შტურმი 1:3
გოლები: 0:1 ჰორვატი (8), 1:1 მაილიუ (19), 1:2 გაზიბეგოვიჩი (29), 1:3 კიტეიშვილი (44)

„შტურმი“ 38 ქულით ლიდერია, ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონ „ზალცბურგს“ (ზედიზედ 10 წელი) 3 ქულით უსწრებს და 28 აპრილს სწორედ მას დაუპირისპირდება სტუმრად (ფინიშამდე 4 ტურია დარჩენილი). 1 აპრილს კლაგენფურტში თასის ფინალში კი „რაპიდს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთის MVP-ის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო: შერმადინიც აქაა და ჩვენი ხმები სჭირდება

მამარდას ევროტურნირების გუნდში გადასვლა უნდა: გიორგი ყველაზე მეტ პენალტს იღებს