დღეს, გამთენიისას “chase center”-ში “გოლდენ სტეიტი” “ბოსტონ სელტიკსს” ანგარიშის გასათანაბრებლად აედევნა და საქმე პირნათლად შეასრულა. სტივ კერის გუნდმა პირველი მარცხი ჩინებული სათამაშო სტილით დაჩრდილა და მოწინააღმდეგე 107:88 დაამარცხა.
სახსენებელია, რომ მეოთხე პერიოდიდან მოყოლებული ორივე მწვრთნელმა ღრმა თადარიგის მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რადგან ტაბლოზე არსებული სხვაობა ძალიან დიდი იყო.
მასპინძელთა მხრიდან თავი სტევ კარიმ გამოიჩინა 29 ქულით 6 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით. ბოსტონელი ჯეისონ ტეიტუმის 28 ქულასაც არაფერი დაეწუნებოდა, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.
კალიფორნიული მატჩების შედმეგ სერია ბოსტონში გადადის და მომდევნო 2 შეხვედრას მწვანეები შინაურ კედლებში ჩაატარებენ. სერიაში ანგარიში 1:1-ია და NBAს ჩემპიონის გამოსავლენად 4 გამარჯვებაა საჭირო.
GIPHY App Key not set. Please check settings