ხვიჩა კვარაცხელია “ატალანტასთან” მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას თავად “ნაპოლის”პრესსამსახური ავრცელებს. მიზეზი ის ტრავმაა, რომელიც მან საქართველო-საბერძნეთის მატჩის დროს მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
ხვიჩას კუნთი აქვს დაჭიმული.
ექიმებმა თავი დაიზღვიეს და ქართველს არ მისცეს თამაშის უფლება.
„სანაკრებო თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის კონტრაქტურა. კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პარალელურად მკურნალობს. თამაშის სურვილის მიუხედავად, „ნაპოლის“ ექიმებმა ამჯობინეს, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გაერისკათ და მას „ატალანტასთან“ თამაშის უფლება არ მისცეს“, – უწერია „ნაპოლის“.
„ნაპოლი“-„ატალანტას“ მატჩი შაბათს,15:30 საათზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings