საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთს შეხვდება, რომელმაც ათენის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები დაშალა – 5:0.
მასპინძლებმა საქმე პირველ ტაიმში მოითავეს, როდესაც ოთხი გოლი გაიტანეს.
ბერძნებმა ფაქტობრივად ძალების დაზოგვით მოახერხეს მიზნის მიღწევა.
საბერძნეთი – ყაზახეთი 5:0
გოლები: 1:0 ბაკასეტასი (9-პენ), 2:0 პელკასი (15. მასურასის პასით), 3:0 იოანიდისი (37. მასურასის პასით), 4:0 კურაბელისი (40. ციმიკასის პასით), 5:0 მაროჩკინი (85-საკ. კარში)
საბერძნეთი: ვლახოდიმოსი – ბალდოკი (67. როტა), მავროპანოსი, ხაძიაკოსი (46. რეცოსი), ციმიკასი – ბაკასეტასი (73. ბუხალაკისი), კურაბელისი, მანტალოსი – მასურასი, იოანიდისი (63. კონსტანტელიასი), პელკასი (63. იაკუმაკისი)
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა და საქართველოზეც ისაუბრა:
„გვინდოდა თამაშის კარგად დაწყება. პირველი გოლი ყველაფერს წყვეტს. დღეს სწრაფი გოლი პენალტით გავიტანეთ. მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს გაუჭირდათ, რადგან უკვე სამშაბათზე ფიქრობდნენ. თუმცა მეტს ვერც მოვთხოვ.
რაც შეეხება საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოც სამცველიანი ტაქტიკით მოქმედებს, როგორც ყაზახეთი. მათ უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებათ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ მათთვისაც. ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. ემოციები უნდა დავიოკოთ. ეს ფინალია!
გპირდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 100%-ით დავიხარჯებით. მეტოქე კარგი გუნდია, სწრაფები არიან შეტევისას და კონტრიერიშებზე. საქართველოზე ყველაფერი ვიცით“.
GIPHY App Key not set. Please check settings