საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში, სფფ-ის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ვილი სანიოლის გუნდმა 21-ში ჯერ თბილისში ლუქსემბურგს უნდა სძლიოს, შემდეგ კი საბერძნეთი/ყაზახეთის გამარჯვებულიდან ერთ-ერთს.
მოკლედ, თუ “ჯვაროსნები” გერმანიის საგზურს მოიპოვებენ, UEFA-სგან 9,25 მილიონ ევროს მიიღებენ.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს.
მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს, მეოთხედფინალისთვის – 2.5-ს, ნახევარფინალისთვის კი – 4-ს.
ფინალში დამარცხებული გუნდი დამატებით 5 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება, გამარჯვებული კი – 8 მილიონით.
ჯამში, ჯგუფში ყველა თამაშისა და
ევრო 2024-ის მოგების შემთხვევაში, რომელიმე ნაკრებს 28,25 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings