დასრულდა ევროტურნირების 1/8 ფინალური ეტაპი.
მეოთხედფინალებში მონაწილეობას მიიღებს 5 ინგლისური კლუბი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ჩემპიონთა ლიგაზე არიან „სიტი“ და „არსენალი“, „ლივერპული“ და „ვესტ ჰემი“ ევროპა ლიგაზე დარჩნენ, ხოლო „ასტონ ვილა“ კონფერენს ლიგაზე ცდის ძალებს.
იტალიას 4 გუნდი ჰყავს, თუმცა არა ჩემპიონთა ლიგაზე. ევროპა ლიგაზე არიან „მილანი“, „ატალანტა“ დდა „რომა“, კონფერენს ლიგაზე შემორჩა „ფიორენტინა“.
ესპანეთიდან 3 გუნდი დარჩა, ოღონდ ყველა ჩემპიონთა ლიგაზე – „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“.
3 გუნდი ჰყავს გერმანიას და საფრანგეთსაც. გერმანიიდან „ბაიერნი“ და „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგაზე და „ბაიერი“ ევროპა ლიგაზე.
ფრანგული პსჟ ჩემპიონთა ლიგაზეა, „მარსელი“ – ევროპა ლიგაზე და „ლილი“ – კონფერენს ლიგაზე.
¼ ფინალში ასევე არიან 2 ბერძნული კლუბი (პაოკ და „ოლიმპიაკოსი“ – ევროპა ლიგა), ერთი პორტუგალიის („ბენფიკა“ – ევროპა ლიგა), თურქეთის („ფენერბაჰჩე“ – კონფერენს ლიგა), ჩეხეთის (პლზენის „ვიკტორია“ – კონფერენს ლიგა) და ბელგიის („ბრიუგე“ – კონფერენს ლიგა).
სამივე ევროტურნირის წილისყრა დღეს, 15 საათიდან გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings