„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ბარსელონასთან“ განნეორებით დაპირისპირამდე პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ბარიერის გავლა სურს.
„რას ვფიქრობ იამალზე? მე მეტოქის კი არა, ჩვენს ფეხბურთელებზე ვფიქრობ. თუმცა ეს ბიჭი შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ის ძალიან ახალგაზრდაა და უკვე ვეტერანივით თამაშობს.
ჯობს, „ნაპოლიზე“ ვისაუბრო, რომელმაც „ტორინოს“ წინააღმდეგ გუნდურად ითამაშა, კვარაცხელიამ კი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ეს შეხვედრა უნდა მოგვეგო, მაგრამ შეცდომა ძვირად დაგვიჯდა. თუმცა მთავარი ისაა, რომ ნელ-ნელა გუნდი უმჯობესდება.
„ბარსელონასთან“ თამაში წლის მატჩია. შემდეგ ვფიქრობთ იმაზე, რომ იტალიის ჩემპიონატში პოზიციები გავიმყაროთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ამიტომ ამ ეტაპის გავლა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
„ბარსას“ შიში? თუ გეშინია, მოედანზე არც უნდა გახვიდე. არ ინერვიულოთ, ჩვენ ძალიან გავძლიერდით. ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ გამბედაობა. ეს არის მატჩი, რომელშიც არ გვჭირდება მოტივაცია, რადგან ასეთი მეტოქე თავისთავად დიდი სტიმულია.
ჩემმა ბიჭებმა სამ კვირაში გიგანტური ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ გავხდეთ ის გუნდი, რომელსაც ვისურვებდი. „ბარსელონას“ კი 120 წუთი გუნდურად უნდა ვეთამაშოთ.
„ბარსას“ თებერვალში არ წაუგია ბევრი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, რადგან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩია. დადებითმა შედეგმა შეიძლება დიდი სტიმული მოგვცეს. მეტოქე დეტალურად შევისწავლეთ და ვიმედოვნებთ, რომ შევაჩერებთ“, – ამბობს კალცონა.
პოლიტანო: „ვარჯიშის ბოლოს პენალტებს ვამუშავებდით, მაგრამ იმედი გვაქვს მანამდე მოვიგებთ და აქამდე საქმე არ მოვა“.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ნაპოლისთან“ განმეორებით შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ბარსელონას“ მწვრთნელმა, ჩავიმ მეტოქეზე პატივისცემით ისაუბრა, მაგრამ მიზანიც დაასახელა – მხოლოდ გამარჯვება.
„ჩვენს წყვილს ფავორიტი არ ჰყავს, შანსები კი 50-50-ზეა. მართლაც ფავორიტები რომ გავხდეთ, გამარჯვებაში დიდი როლი გულშემატკივრებს შეუძლიათ ითამაშონ. ეს არის ჩვენი ნამდვილი უპირატესობაა. ამიტომ ხალხმა გუნდს მხარი მაქსიმალურად უნდა დაუჭიროს. ასეთი გარემო გუნდს მუხტავს და ჩვენ მათ საპასუხოდ მოგვიწევს, მეტი ენერგიით ვითამაშოთ. ასეთ დროს მოედანი მეტოქისთვის ნამდვილი გაზქურაა, რომლის წნევასაც ვერავინ უძლებს. ასეთ გარემოში დავამარცხებთ მეტოქეს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავალთ.
„ნაპოლის“ რომელი ფეხბურთელი მომწონს ყველაზე მეტად, ვიქტორ ოსიმენი თუ ხვიჩა კვარაცხელია? მე ლობოტკას დავასახელებდი. ვფიქრობ, მაღალი კლასის ფეხბურთელია და გააჩნია თვისებები, რომ „ბარსელონას“ დონის კლუბში ითამაშოს“, – განაცხადა ჩავიმ.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings