in

კიტე კაპიტანია, ქოჩორაშვილი დაბრუნდა და გააგდეს, თურქეთში ჩხუბი იყო – ლეგიონერები

„ლევანტეს“ რიგებში დაბრუნდა გიორგი ქოჩორაშვილი, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან ის გააძევეს. ქოჩორაშვილი „ხიხონთან“მოგებულ მატჩში (1:0) 72-ე წუთზე შევიდა, 86-ე წუთზე კი პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.

რას შვრებიან ჩვენები სანაკრო მატჩების წინ – ლეგიონერები

კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში “აპოელი” გასვლაზე “არისთან” 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, გიორგი ქვილითაიამ კი 63-ე წუთზე გოლი გაიტანა. მცველის შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოს გარეთ გამოვარდნილი მეკარე მოხდენილად ჩამოიცილა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
გიორგი მე-80 წუთზე შეცვალეს. ქვილითაიას ანგარიშზე 25 მატჩში 6 გოლია.

თურქეთში, “ქოჯაელისპორი” “ტუზლასპორთან” 1:2 დამარცხდა.
მატჩის ბოლო წუთებზე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო და დავით სხირტლაძე მოედნიდან გააძევეს, მეტოქეს სახეში დაარტყა. გიორგი ბერიძემ კი ჩხუბში მონაწილეობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
“ქოჯაელისპორის” რიგებში გიორგი ხარაიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო 36-ე წუთზე მოედანი დატოვა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ჰარტბერგს“ ესტუმრა – 1:1. ქართველი გუნდის კაპიტანი იყო და ბოლომდე ითამაშა.
„შტურმი“ თამაშს საჩემპიონო ექვსეულში გააგრძელებს, ხოლო სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.
ალთუნაშვილმა ტურის მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეცმა მიქაუტაძის პენალტით მოიგო

ხვიჩას ფასი დაადეს, პრეზიდენტი ბარსას გაგდებისთვის დიდ პრემიას აწესებს