in

მეცმა მიქაუტაძის პენალტით მოიგო

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ ლიგა 1-ის 25-ე ტურში შინ განწირული აუტსაიდერი „კლერმონი“ მიიღო და ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი კი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა.

გიორგი ძირითადში იყო და წამატებულ დროში, 90+4 წუთზე გაიყვანეს.

გაშვებული გოლის შემდეგ, ბურთი ძირითადად სტუმრებს ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ „მეცი“ უფრო კონტრშეტევებზე ეძებდა ხეირს, მიქაუატაძეც ჩასაფრებული უფრო იყო და ბურთს ხშირად ვერ იღებდა.
ისე კი ბევრს მოძრაობდა და სულ ცდილობდა შეეწუხებინა მეტოქე.

მას უკვე მე-8 წუთზე მიეცა შანსი, როდესაც საჯარიმოს ხაზიდან გაუშვა, მაგრამ ბურთი ზემოდან აცდა.

გოლი კი ჩვენიანმა პენალტიდან გაიტანა. მან აუღელვებლად, მშვიდად დაარტყა ცენტრში და რადგან მეკარე კუთხეში გადახტა, ბურთი კარში აღმოჩნდა.

flashscore-მა მიქაუტაძეს 7.4 დაუწერა, sofascore-მა – 7.0, whoscored-ma – 7.05.

მიქაუტაძემ წინა ტურშიც გაუტანა „ნანტს“, იმის წინ „ლიონსაც“ და გამოდის, რომ ზედიზედ სამ შეხვედრაში იტანს. „კლერმონი“ კი პირველი ფრანგული გუნდია, რომელსაც ორივე წრეში გაუტანა.

ახლა „მეცს“ 25 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს. მომდევნო შეხვედრა გუნდს 17 მარტს სტუმრად „რეიმსთან“ უწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რას შვრებიან ჩვენები სანაკრო მატჩების წინ – ლეგიონერები

კიტე კაპიტანია, ქოჩორაშვილი დაბრუნდა და გააგდეს, თურქეთში ჩხუბი იყო – ლეგიონერები