უმნიშვნელოვანესი სანაკრებო შეხვედრების წინ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართველი ლეგიონერების ფორმას. ბოლო ტური მაინც და მაინც გამორჩეული არ ყოფილა ნაკრების წევრებისთვის.
სლოვაკეთში, ბრატისლავის „სლოვანი“ „რუჟომბეროკს“ ესტუმრა და 1:0 მოუგო. გურამ კაშიამ (7.4) და ჯაბა კანკავამ (7.1) შეუცვლელად ითამაშეს.
პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ კიელცეს „კორონას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველი მცველი ტრადიციულად კრაკოველების ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა.
სერია B-ს 29-ე ტურში „კრემონეზემ“ უშუალო კონკურენტი „კომო“ (მე-12 წუთზე კაცი გაუგდეს) მიიღო და 2:1 მოუგო. ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოთა შორის იყო.
„სპეციამ“ საკუთარ მოედანზე „სუდტიროლი“ 2:1 დაამარცხა. ივა გელაშვილი 86-ე წუთზე შევიდა.
უკრაინის პირველობაზე, „შახტარმა“ 3:2 დაამარცხა „კოლოსი“.
ირაკლი აზაროვმა 78-ე წუთიდან ითამაშა, გოჩოლეიშვილი და ლაცაბიძე განაცხადში არ ყოფილან.
საუდის არაბეთში, შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ (6.3), რომლის “ალ ახდუდი” სტუმრად 1:2 დამარცხდა “ალ იტიჰადთან”.
მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში „კარლსრუე“ „ჰოლშტეინ კილს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ბუდუ ზივზივაძე განაცხადში არ იყო, მან თამაში ვირუსის გამო გამოტოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings