in

იმიტომ რომ მანამდე უკვე ვიტირე… დიდი მადლობა ყველას, ყველას: გიორგი ცინცაძე კალათბურთის გულშემატკივარი ხდება

გიორგი ცინცაძემ საოცარი კარიერა დასრულა.
26 თებერვალს ქართული კალათბურთის ისტორიის ნაწილი დასრულდა. ნაწილი, რომელსაც გიორგი ცინცაძე ჰქვია. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი, რომელიც საქართველომ სერბეთის წინააღმდეგ გამართა, ბუდ წოდებული გიორგი ცინცაძისთვის 217-ე და უკანასკნელი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო გამთამაშებელმა 20-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ბუ ნაკრებიდან წავიდა…

გიორგი ცინცაძე:

„სამწუხაროდ, წავაგეთ. მჯერა შემდეგ თამაშებში ბიჭები ყველაფერს შეძლებენ და ევრობასკეტზე გავალთ. რაც შეეხება კარიერის დასრულებას, გულშემატკივარს ვეტყვი დიდ მადლობას ასეთი მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ყველა კალათბურთელს, ვისთანაც ერთად მითამაშია, ასევე ფედერაციას, სამედიცინო შტაბს, მწვრთნელებსა და ყველას, მათ გარეშე საქართველოს ნაკრების წარმატება არ იქნებოდა. გიყვარდეთ კალათბურთი, ამიერიდან მეც თქვენთან ერთად ვუგულშემატკივრებ კალათბურთს. დღევანდელი დღის ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება. არ ვიცი თავი როგორ შევიკავე, ცრემლები არ წამომივიდა, იმიტომ რომ მანამდე უკვე ვიტირე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ სერბეთს ვერ გაუქაჩა: როცა ზუსტად ვერ ისვრი, წააგებ

არ დავნებდები: მონდომება არ არის საკმარისი… ჯიკიჩი წინასთან შედარებით კმაყოფილია