ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „სევილია“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.
ეს შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესო იმით იყო, რომ დააფასეს UFC-ის ახალი ჩემპიონი ილია თოფურია. წარმოშობით ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი წარადგინა და სიმბოლურად თამაშში ბურთი შეიყვანა.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს, UFC 298-ზე, ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ეს წარმატება ესპანეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლს „რეალმა“ მიულოცა. თავად სპორტსმენმაც განაცხადა, რომ მასთან ყველაზე ახლოს სწორედ „რეალის“ ფასეულობებია.
GIPHY App Key not set. Please check settings