ბოლო დროს არც თუ დალხენილი „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მასზე არანაკლებ ცუდ დღეში მყოფ „ნაპოლის“ ეთამაშება სტუმრად. მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა და მთავარ მწვრთნელთან ერთად ნახევარმცველმა დე იონგმა ისაუბრა.
ჩავი:
„დიდი იმედით და ენთუზიაზმით ველოდებით „ნაპოლისთან“ შეხვედრას. მეოთხედფინალში გასვლა გვინდა. უნდა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია.
„ნაპოლის“ მწვრთნელის შეცვლით გაკვირვებული ვარ. მოწინააღმდეგეს ვაფასებთ, რადგან იტალიის ჩემპიონია. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეცვლის გუნდს. ალბათ, სხვა ტაქტიკას გამოიყენებს. თუმცა, ეს ჩვენთვის არაფერს არ ცვლის.
მათ განსაკუთრებით კარგი შემტევები ჰყავთ – პოლიტანო, ოსიმენი და კვარაცხელია. არ ვიცი, მის გვარს სწორად წარმოვთქვამ თუ არა, მაგრამ განსხვავების შექმნა შეუძლია. ერთი ერთზე მეტოქეს ადვილად ატყუებს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, მას უნდა ვუფრთხილდეთ.
ჩვენთვის საკუთარი კარის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.
შანსები 50/50-ზეა, ფავორიტი არ არის. ლევანდოვსკიმ რთული პერიოდი გადაიტანა, ლიდერია და მისი მეიმედება. მთავარია ჩემა ფეხბურთელებმა სიტუაცია აკონტროლონ. კარგად სათამაშოდ ყველა წინაპირობა გვაქვს“.
ისე უნდა მოვემზადოთ, რომ მოთამაშეებმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ჩვენზე ზეწოლა იქნება და ეს არ მიკვირს. ყოველთვის ასეა, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშებიან, ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად მონდომებულია.
ფრენკი დე იონგი:
„ნაპოლის“ ძლიერი გუნდი ჰყავს, უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი იტალიის ჩემპიონები არიან. ურთულესი მატჩი გვექნება.
კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა. მეტოქის მოტყუება, გოლების გატანა,
პასის გაკეთება კარგად გამოსდის. მის წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვითამაშოთ“.
„ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings