in

რამდენი მიიღეს თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვებისთვის

18 თებერვლის დილა ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. UFC-ის ორმა ქართველმა იბრძოლა და ორივემ წარმატებით. თანაც ერთი სატიტულო ბრძოლა იყო და ქამარი ჩვენ დაგვრჩა: ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მიიღო, მერაბ დვალიშვილმა კი სეხუდოს ულაპარაკოდ აჯობა და სატიტულო ბრძოლისკენ გაიწია. დადასტურდა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა უკვე საჩემპიონო იქნება.

ქამარი ჩვენია: ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონია – მნიშვნელოვანია, რაც წინ გელოდება

მერაბ დვალიშვილმა სეხუდო გაანადგურა და ახლა სატიტულო ბრძოლა უნდა: მომიყვანეთ ეგ მსუქანი ჩემპიონი, ჩხუბი მსურს

ცხადია, ქართველ მებრძოლებს ამ გამარჯვებებისთვის მსუყე ჰონორარებიც ეკუთვნით.

თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო, მას დაუმატებენ კიდევ 50 ათას დოლარს საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის.

რაც შეეხება დვალიშვილს, სეხუდოს დამარცხებისთვის მისი სალარო 210 000 დოლარით შეივსო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქამარი ჩვენია: ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონია – მნიშვნელოვანია, რაც წინ გელოდება

რამდენი არ ეცადა, მაგრამ მაინც ვერ გაიტანა: მეცი კონკურენტთან დამარცხდა