ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტრადიციულად განახლდა ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის გათამაშებები. ამ ტურნირებზე კი ქართველი ფეხბურთელები გამოდიან. თან ჩვენების გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.
ევროპალიგაზე დონეცკის „შახტარმა“ საშინაო მატჩი ჰამბურგში ითამაშა და ფრანგულ „მარსელს“ დაუზავდა – 2:2.
ირაკლი აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი 77-ე წუთზე შევიდა.
აზაროვის შეფასებები ასეთია: flashscore – 6.7, sofascore – 6.7, whoscored – 6.5.
გოჩოლეიშვილი: flashscore – 6.2, sofascore – 6.1, whoscored – 6.1.
შახტარი – მარსელი 2:2
გოლები: 0:1 ობამეიანგი (64), 1:1 მატვიენკო (68), 1:2 ნდიაე (90), 2:2 ეგინალდუ (90+2)
განმეორებითი შეხვედრა 23 თებერვალს მარსელის „ველოდრომზე“ გაიმართება.
კონფერენსლიგაზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანს“ უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით აჯობა – 4:1.
მეორე ტაიმში კიტეიშვილმა ალბათ მატჩის ბედი გადაწყვიტა. ჯერ პენალტი მოიპოვა, მერე კი თავად უნაკლოდ შეასრულა და თავისიანები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.
კიტეიშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს. შეუცვლელად ჩაატარეს შეხვედრა კაშიამ და კანკავამ.
ჩვენებურების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს:
კიტეიშვილი: flashscore – 8.8, sofascore – 8.7.
კაშია: sofascore – 6.9, flashscore – 6.9.
კანკავა: sofascore – 6.9, flashscore – 6.5.
შტურმი – სლოვანი 4:1
გოლები: ბიერეტი (4), 1:1 როდრიგესი (8), 2:1 გორენც-სტანკოვიჩი (27), 3:1 კიტეიშვილი (64, პენ), 4:1 კამარა (90+1)
გაძევება: ვაისი (78, სლოვანი)
განმეორებითი შეხვედრა 23 მარტს ბრატისლავაში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings