გამოქვეყნდა პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები.
ინგლისის პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციის (PFA) ვერსიით, ჯილდოს პრეტენდენტები არიან: კევინ დე ბრუინი („სიტი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“), სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, ვირხილ ვან დეიკი (ყველა „ლივერპული“).
დაჯილდოების ცერემონია 9 ივნისს გაიმართება.
მანამდე კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზის ნომინანტები გახდა ცნობილი იმავე PFA-ს ვერსიით.
სიაში მოხვდნენ ფილიპ ფოდენი („სიტი“), კონორ გალაჰერი („კრისტალ პალასი“), რის ჯეიმსი („ჩელსი“), ჯეიკობ რემზი („ასტონ ვილა“), ბუკაიო საკა და ემილ სმით-როუ (ორივე „არსენალი“).
საუკეთესოს აქაც 9-ში დააჯილდოვებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings