in

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მესის რაც უთამაშია, ნახევარში საუკეთესო იყო – რეიტინგი

ლეო მესი ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად გამხდარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

PopFoot-ის დათვლით, 2009 წლიდან მოყოლებული არგენინელმა წამყვან ჩემპიონატებში 628 მატჩი ითამაშა. აქედან 324-ში (51.6%) ის საუკეთესოდ დაასახელეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი თბილისზეც მოდის. 2015 წლი ევროპის სუპერთასის ფინალის („ბარსელონა“-„სევილია“ 5:4) საუკეთესოდ მოათამაშედაც ლეო აღიარეს.

ტოპ 10:

  1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, პსჟ) – 51,6% (324 თამაში 628-დან).
  2. კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“, „რეალი“, „იუვენტუსი“) – 28,8% (176/612).
  3. ნეიმარი („ბარსელონა“, პსჟ) – 26,8% (90/336).
  4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ბარსელონა“, „მილანი“, პსჟ, „მანჩესტერი“) – 24,2% (96/396).
  5. კილიან მბაპე („მონაკო“, პსჟ) – 24% (82/342).
  6. ერლინგ ჰოლანდი („ბორუსია“, „სიტი“) – 21,5% (39/181).
  7. ჰარი კეინი („ტოტენჰემი“, „ბაიერნი“) – 21,2% (98/463).
  8. არიენ რობენი („ბაიერნი“) – 20,3% (57/281).
  9. კევინ დე ბრუინი („ვერდერი“, „ჩელსი“, „ვოლფსბურგი“, „სიტი“) – 19,3% (86/446).
  10. ედენ აზარი („ლილი“, „ჩელსი“, „რეალი“) – 19,2% (100/520).

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბში ვერაფერი მოიგეს

კვარა ტურის სიმბოლურშია