in

მიქაუტაძის საგოლე პასი რას უშველის, მეცი საშინლად თამაშობს

ვერ არის კარგად „მეცის“ საქმე. გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტებთან რომ აგებ, თანაც შინ, ასე არაფერი გამოვა. ჯერ იყო და „ტულუზას“ დაუთმო, ახლა კი აუტსაიდერ „ლორიენთან“ დამარცხდა – 1:2. „მეცის“ შედეგებს რომ ჩახედოთ, ბოლო მატჩები სულ წაგებები უწერია. მთელ ლიგა 1-ში ამდენი გაუთავებელი მარცხი სხვას არავის აქვს. დიდი ალბათობით, გუნდს მომდევნო ტურშიც წაგება ელოდება, რადგან სტუმრად „მარსელს“ ეთამაშება (9 თებერვალს).

ერთადერთი კარგი ის არის, რომ საგოლე პასი მიითვალა გიორგი მიქაუტაძემ.
21-ე წუთზე მოედნის ცენტრთან ჩაუვარდა ბურთი, წინ დაიძრა და საჯარიმოში შესულ თანაგუნდელს ისე დაუგორა, რომ ის მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მშვიდად გაათანაბრა ანგარიში.

საერთო ჯამში კი, მაინც სტუმარი გუნდი უკეთ თამაშობდა და დამსახურებულადაც წაიღო 3 ქულა.

მიქაუტაძე 85-ე წუთზე შეცვალეს.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია.

flashscore-მა მიქაუტაძეს 7.3 დაუწერა, რაც გუნდში მეორე შედეგია გოლის ავტორის შემდეგ. Sofascore-ის შეფასება 7.1-ია.

„მეცი“ 16 ქულით მე-16 ადგილზეა, ეს გადათამაშების ადგილია, თუმცა ახლა „ლორიენსაც“ 16 ქულა აქვს, ხოლო ბოლოადგილოსან „კლერმონს“ 1 ქულით უსწრებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას სუპერგოლი: კვარაცხელიამ ნაპოლის მოაგებინა

ახალი ევროპა გერმანიაში მოგებით დავიწყეთ