in

ახალი ევროპა გერმანიაში მოგებით დავიწყეთ

ესეც ასე: ახალი სეზონის პირველ თამაშში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ბორჯღალოსნებმა გერმანიას 28:17 სძლიეს. წინ სეზონის ორი საშინაო მატჩია, ორივე თბილისში და ერთკვირიანი ინტერვალით:

საქართველო x ნიდერლანდები: 10 თებერვალი, 14:00, ავჭალა
საქართველო x ესპანეთი: 17 თებერვალი, 16:00, ავჭალა

საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით და, როგორც მოსალოდნელი იყო, მოიგო.

გერმანია – საქართველო 17:28 (10:14)

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9.
მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. გერმანელებმა თამაშის წესი დაარღვიეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. 7:0 წინ გავედით, მაგრამ მასპინძლებმა შემოგვიტიეს და ჩვენი შეცდომების ხარჯზეც დაწინაურდნენ – ლელო გარდასახეს, ჯარიმაც მოაყოლეს და – 10:7.
თუმცა ამის შემდეგ მაგრად შევუტიეთ და ტაიმიც მოვუგეთ – 14:10.

მეორე ნახევარში კიდევ უფრო დავწინაურდით. მერაბ შარიქაძის ლელო მატკავამ ზუსტად დაარტყა – 21:10.
ეს გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი იყო. შემდეგ გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს და ასე გაეყარნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ნაკრებში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის საგოლე პასი რას უშველის, მეცი საშინლად თამაშობს

ვიდეო: შერმადინი ტენერიფეს ბასკონიას დამარცხებაში დაეხმარა