in

ხმა გამაგონეთ აბა: ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს – დიდ მადლობას გიხდით ყველას!

ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი დიდი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს.

გაიმართა სპეციალური ღონისძიება. შედგა დანპაცუ-შიკის (თმის კვეთა) რიტუალი, რომლითაც სუმოდან წასულ რიკიშებს აცილებენ.

ცერემონიაში სუმოს მოქმედმა და ყოფილმა ლეგენდებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყო ლეგენდარული იოკოძუნა ასაშორიუც.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ 2018 წელს უმაღლესი ჯილდო, იმპერატორის თასი მოიგო.
იმავე წელს მაისში ოძეკის წოდება მიიღო, რაც მეორეა სუმოს იერარქიაში.

ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. ბოლოს ის სუმოს რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში გამოდიოდა.

ლევანმა ქართულ ენაზე მიმართა საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა:

„ხმა გამაგონეთ აბა! დიდი მადლობა ამდენი წელი გვერდში დგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოდან ჩამობრძანებულ უამრავ ადამიანს, რომლებიც წლების განმავლობაში გვერდით მედგნენ და მქომაგობდნენ. დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, ჩვენ ანსამბლ „რუსთავს“ ჩამობრძანებისა და დაფასებისთვის. დიდ მადლობას გიხდით ყველას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზონოვი ძირითადში იყო და ბოლოს შეცვალეს: ტორინომ აუტსაიდერს ვერ მოუგო და ნაპოლის ვერ გადაუსწრო

ხვიჩას სუპერგოლი: კვარაცხელიამ ნაპოლის მოაგებინა