ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ მასზე დაბლა მდგომ „ტრუას“ ესტუმრა და ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, ბოლო წამებზე დამარცხდა – 1:2
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ის 72-ე წუთზე შეცვალეს.
გოლები მეორე ტაიმში გავიდა და კულმინაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენიანი გასული იყო.
დავითაშვილის თამაში flashscore-მა 6.7 ქულით შეაფასა.
23 ტურის შემდეგ „ბორდო“ 28 ქულით მე-13 ადგილზე დარჩა და გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს.
ტრუა – ბორდო 2:1
გოლები: 1:0 ელისორი (65), 1:1 ბარბე (88, პენ), 2:1 რიპარი (90+3, პენ)
„ბორდო“ 10 თებერვალს ერთ-ერთ ლიდერ „გრენობლს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings