in

ისევ ძირითადში: ჩაკვემ კარგი შეფასებები მიიღო

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „შეფილდ უენსდეის“ სტუმრად შეხვდა და უგოლო ფრე ითამაშა – 0:0. სასიხარულოა, რომ ქართველი ფეხბურთელი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო. ჩვენიანი ბოლოსკენ, 85-ე წუთზე შეცვალეს.

უპირატესობა „უოტფორდს“ ჰქონდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ამიტომ მხოლოდ ქულა ჩაიწერა აქტივში. ამაში ჩაკვეტაძის წვლილიცაა, რომელმაც პარტნიორებს ორი მაგარი პასი მისცა, თუმცა ვერ გაიტანეს.

ჩაკვეტაძის შეფასებებია: flashscore – 7.2, whoscored – 7.1, sofascore – 6.8.

29 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 41 ქულით მე-9 ადგილზეა, თუმცა უნდა ითქვას, რომ პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფის ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

„უოტფორდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩია არ აგებს (2 მოგება და 5 ფრე). მომდევნო ტურში 3 თებერვალს „კარდიფ სიტის“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებმა ამხანაგური დაგეგმა, ივნისში მონტენეგროსთან

კვარა გაბრაზებულია და შეიძლება არსენალმა წაიყვანოს: თანხა, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა