საფეხბურთო კლუბებმა 2023 წელს სატრანსფერო ხარჯების რეკორდი დაამყარეს.
ეს ფიფას ანგარიშიდან გახდა ცნობილი. აქ გათვალისწინებულია მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის კლუბებს შორის ტრანსფერები და ერთ ჩემპიონატში გადასვლა-გადმოსვლა არ იგულისხმება.
2023 წელს 9.63 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც 48,1%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე (6.5 მლრდ დოლარი). წინა რეკორდი 2019 წელს დამყარდა და ისიც საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. მაშინ დაიხარჯა 7.35 მლრდ და ის გაუმჯობესდა 2.28 მლრდ-ით.
ყველაზე მეტი ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს – 2.9 მლრდ დოლარი. გერმანულმა კლუბებმა კი ყველაზე მეტი იშოვეს ფეხბურთელების გაყიდვით, 1.2 მილიარდზე მეტი.
GIPHY App Key not set. Please check settings