in

ფოტო: საზონოვმა იტალიელები გადარია – ქართველი ფეხბურთელი ტრამვაით დადის

საბა საზონოვმა ხალხის გული დაიპყრო. ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის. ის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გადაიღო, ფოტო დადო და ახლა იტალიური პრესა აღფრთოვანებით წერს ქართველზე.

მაგალითისთვის აი რას წერს torinocronaca:

„ტურინი პროფესიონალური ფეხბურთის სამყაროში უჩვეულო და სასიამოვნო სცენის მომსწრე გახდა. „ტორინოს“ ახალგაზრდა ქართველი მცველი საბა საზონოვი დააფიქსირეს ტრამვაის მე-4 ხაზზე. სცენა, რომელიც აშკარად განსხვავდება მდიდრული მანქანებით განებივრებული ფეხბურთელების ყოველდღიურობისგან. საზონოვის ეს არჩევანი, რომელიც 22 წლის გახდება, არა მხოლოდ ასახავს ცხოვრების უფრო მდგრად მიდგომას, არამედ დაიპყრო გულშემატკივრების სიყვარული და მოიპოვა მათი აღფრთოვანება.

30 იანვარს, სპორტული შარვალსა და ზამთრის ქურთუკში ჩაცმული საზონოვი ტელეფონზე საუბრისას ტრამვაიში გადაიღეს, რომელსაც ის ხშირად იყენებს ვარჯიშებზე სასიარულოდ. უბრალოების ამ ჟესტმა უამრავი დადებითი კომენტარი გამოიწვია სოციალურ ქსელებში, სადაც „ტორინოს“ გულშემატკივრებმა მადლიერება გამოხატეს ფეხბურთელის საქციელის მიმართ.

მოულოდნელი არჩევანი

საზონოვის არჩევანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესახებ სასიამოვნო გამონაკლისია იმ გარემოში, სადაც ჩვეულებრივ დომინირებს ძვირად ღირებული და მდიდრული მანქანები. ეს ეპიზოდი აძლიერებს მცველის, როგორც ხალხთან მისაწვდომი სპორტსმენის იმიჯს, ფიგურას, რომელსაც შეუძლია შთააგონოს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ სტადიონის გარეთ ცხოვრების წესითაც.

გარდა ამისა, საზონოვის მოედანზე ყოფნა კიდევ უფრო აქტუალური ხდება ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, „სალერნიტანასთან“ მომდევნო საშინაო მატჩს ძირითადში დაიწყებს. სანამ ბონჯორნო გამოჯანმრთელდება, საზონოვი ემზადება მისი ადგილის დასაკავებლად, რაც „გრანატას“ გულშემატკივრებს მის მხარდაჭერის კიდევ ერთ მიზეზს აძლევს.

საზონოვის თავმდაბლობამ პერსპექტიულ კარიერასთან ერთად, ის სწრაფად აქცია „ტორინოს“ გულშემატკივრების ახალ კერპად“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი და ხვიჩა ხელფასზე ვერ თანხმდებიან: ფეხბურთელს შეთავაზებულზე ორჯერ მეტი უნდა

2023 წელს რეკორდი დამყარდა: კლუბებმა ტრანსფერებზე 9.63 მილიარდი დახარჯეს